იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის დირექტორ მურად ჯიშკარიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
26-09-2023
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება. მის სახელს სკოლისა და მოსწავლეთა არაერთი წარმატება უკავშირდება. სკოლის ხელმძღვანელისა და ამავე დროს მასწავლებლის შრომა დაფასდა და მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის წოდება მიენიჭა. 

მურად ჯიშკარიანი მასწავლებლის სახლის მიერ დაწესებული ჯილდოთი ახალი სასწავლო წლის საზეიმო ცერემონიაზე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა, დააჯილდოვა.

სკოლაში დირექტორის დაფასება ახარებთ და მას დამსახურებულ ჯილდოს დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის სახელით, ვულოცავთ ბატონ მურად ჯიშკარიანს ამ ჯილდოს. ქვეყნისა და სკოლის საკეთილდღეოდ, წარმატებული და სასიხარულო წლები მომგმადლოთ უფალმა!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203