„პარასკევი მომავლისათვის“- წყალტუბოს N1 და N2 საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, საინტერესო აქცია გაიმართა
26-09-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 და მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლების მასწავლებლები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, კლიმატის კვირეული მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, კლიმატის ცვლილებების შესახებ, ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამ კვირეულთან დაკავშირებით, წყალტუბოს N1 და წყალტუბოს N2 საჯარო სკოლების ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, აქცია - „პარასკევი მომავლისათვის“ გაიმართა. მასში სამოქალაქო განათლების კლუბები და დაინტერესებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული აქტივობა წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გაიმართა. VII-XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი პოსტერები წარმოადგინეს, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრეს, გაანალიზეს, რას იწვევს კლიმატის ცვლილება და როგორ შევარბილოთ ეს პროცესი. გარდა ამისა, გაცვალეს საინფორმაციო ბუკლეტები.

აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203