გელათის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, გეზრბენში შეჯიბრი გაიმართა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებლები სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ. კვირეულის ფარგლებში 25 სექტემბერს ჩატარდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, ასევე, მოეწყო მოსწავლეთა შორის შეჯიბრი გეზრბენში. მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრში აქტიურად ჩაერთნენ. სპორტულ მარათონში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიება პედაგოგ ვარლამ ლომთაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: