კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
26-09-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა უკვე ათეული წელია, რაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან, რომელიც გერმანული ენისა და კულტურის შესწავლის ცენტრია ამიერკავკასიაში.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად და სიამოვნებით მონაწილეობენ გოეთეს ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა თუ პროექტებში. 

ამჯერად კი, ორმა მოსწავლემ გამოიყენა შესანიშნავი შესაძლებლობა და ივნისში, ქუთაისში, გოეთეს ინსტიტუტის ჩატარებული გერმანული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები - FIT in Deutsch ჩააბარეს.

გამოცდებში ჩართვა მოსწავლეებს პედაგოგმა ნატო აბესაძემ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა გამოცდებს წარმატებით გაართვეს, რაშიც დიდი წვლილი სწორედ პედაგოგს მიუძღვის. 

მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კევლიშვილმა ენის ცოდნის B1 დონეზე ცოდნის სერტიფიკატი მოიპოვა. მეთერთმეტეკლასელმა, ნიკა გიორგაძემ კი A1 დონის სერტიფიკატი დაიმსახურა. 

სკოლაში გოეთეს ინსტიტუტს მადლობას უხდიან. 

„მადლობა, თბილისის გოეთეს ინსტიტუტს შესანიშნავი თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203