ახმეტის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
26-09-2023
ახმეტის N3 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ბოდაველმა სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

მონატრებული და სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203