
თბილისის N115 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლის დირექტორი ფიქრია ღამბაშიძე მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს და ახალი მწვერვალების დაპყრობას ულოცავს.
„ჩემი საუკეთესოები! ჩვენი წარჩინებულები! გილოცავთ! კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: