
თბილისის N136 საჯარო სკოლის შვიდი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლის გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან მე-10ა კლასის მოსწავლეები - თამარი, ლიზა, სესილი, ზვიადი და ლაშა, რომელთა კლასის დამრიგებელი გალინა დემენტიევა გახლავთ და მე-10ბ კლასის მოსწავლეები - ანანო და ლიზი. მათ კლასს პედაგოგი ფიქრია თედიაშვილი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.