თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
26-09-2023
თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ბავშვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
დირექტორი მაკა გიორგაძე და პედაგოგები ულოცავენ საყვარელ მოწაფეებს დამსახურებულ საჩუქარს.
„ბევრი წარმატებული მოსწავლე ჩვენს სკოლას და საქართველოს. მადლობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.