თბილისის N207 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
26-09-2023
თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და უსურვებენ ისეთივე შემართებითა და მონდომებით გააგრძელონ სწავლა, როგორც დღემდე.
„ვულოცავთ მე-9 კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მომავალში წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.