„ჩვენს პატარა, გამორჩეულად ლამაზ სოფელს ისტორიული სახელი დაუბრუნდა“- გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლამ სასწავლო წელი სიახლით დაიწყო
26-09-2023

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლამ სახელი შეიცვალა და ახლა ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა ეწოდება. 

ცვლილება სოფლისთვის ისტორული სახელის დაბრუნებას უკავშირდება.

„ჩვენს პატარა, გამორჩეულად ლამაზ სოფელს ისტორიული სახელი დაუბრუნდა. მისამართის ცვლილების გამო კი სკოლის სახელწოდებაც შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, სადაც პროფესიონალი პედაგოგები ახალგაზრდების წარმატებული მომავლისთვის ძალისხმევას არ იშურებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203