დედოფლისწყაროს N2 სკოლის მასწავლებელ მარინა შანშიაშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა 
25-09-2023

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინა შანშიაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა, რაც მის პროფესიულ სტატუსზე აისახა. 

მარინა შანშიაშვილს პედაგოგის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა და მენტორი მასწავლებელი გახდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლის დირექტორი ლალი იაკობიშვილი-ჩერქეზიშვილი და პედაგოგები მარინა შანშიაშვილს წინსვლას ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„სასიხარულო, საამაყო ინფორმაცია ჩვენი სკოლისთვის, ინგლისური ენის მასწავლებელს - მარინა შანშიაშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა. გილოცავთ, დამსახურებულ, ღირსეულ წარმატებას, ვამაყობთ შენით, გვეიმედები და ვუერთდებით ამ სიხარულს“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203