კაკლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა 
25-09-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლა პირველკლასელებს დიდი სიყვარულითა და საზეიმო ღონისძიებით შეეგება.

სასწავლო წლის პირველი დღე, პირველკლასელებისთვის, ძალიან სახალისო, დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი აღმოჩნდა.

სკოლის დირექტორმა, პირველკლასელებს საზეიმოდ გადასცა კუთვნილი ბუკები და ისინი საკლასო ოთახში მიაცილა.

დირექტორმა, სრულიად სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, მათ წინსვლა და საერთო საქმეში წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203