ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
25-09-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყეს.

პედაგოგები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. ისინი ერთმანეთს ამ მნიშვნელოვან დღეს ულოცავნდნენ და წარმატებას უსურვებდნენ. 

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. 

„ჭიაურის საჯარო სკოლა ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს და მასწავლებლებს! ასევე, მადლობას უხდის თამარიანის საჯარო სკოლას გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203