თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს ყველა მოსწავლეს ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ულევ წარმატებას, ბედნიერებასა და ნაყოფიერ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: