კასუმლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლთა ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს
25-09-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული, შემოქმედებითი და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
მოსწავლეები არაერთ გამოწვევას უერთდებიან. ამჯერად, სამოქალაქო კლუბ „ნირვანას“ წევრებმა დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს, რომ თანატოლთა ცნობიერების ამაღლებაზე ემუშავათ.
მათ თავდაპირველად შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური კედლის გაზეთი მოამზადეს, რომელიც თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს.
აქტივობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა