„ვულოცავთ, წინსვლას ვუსურვებთ“ - ნიგოზეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ფიქრია სამხარაძე უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგის პროფესიას დაეუფლება 
25-09-2023

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლა მოხარულია გაგვაცნოს წარმატებული კურსდამთავრებული - ფიქრია სამხარაძე, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ ფიქრია სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას და პედაგოგის პროფესიას დაეუფლება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფიქრია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიბეჯითით, კულტურით, აღზრდითა და განათლებით.

სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს ახალგაზრდას წარმატებას და მას წინსვლას უსურვებ.

„დღეს, ჩვენს ქვეყანას რომ სჭირდება, სწორედ ასეთი ახალგაზრდის შესახებ მინდა გესაუბროთ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ - ფიქრია სამხარაძემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს და პედაგოგის პროფესიის მისაღებად ასე გადადგა პირველი ნაბიჯი.

ფიქრიას მხოლოდ განსაკუთრებული სიბეჯითე, დისციპლინა და კულტურა არ გამოარჩევს დანარჩენი საზოგადოებისგან- პედაგოგების ოჯახში აღზრდილი შვილია.

მშობლები- პროფესიით პედაგოგები- წლებია ნიგოზეთის საჯარო სკოლაში მუშაობენ და სამშობლოსათვის ღირსეული ახალგაზრდების აღზრდას ემსახურებიან. ეს ოჯახი მხოლოდ ამით არ გამოირჩევა. ფიქრიას ოჯახი მრავალშვილიანი, ტრადიციული ქართული ოჯახი გახლავთ.

სწორედ ასეთი თვისებების გამო გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვენი წარმატებული მოსწავლე თავისი გამორჩეული ოჯახით.

ნიგოზეთის საჯარო სკოლა ულოცავს ფიქრია სამხარაძეს წინსვლას და წარმატებებს უსურვებს მის ოჯახს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203