შულავერის N1 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს
25-09-2023
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სამოქალაქო კლუბ „თემიდას“ წევრებმა, დემოკრატიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, 15-22 სექტემბრის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. კერძოდ, მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამატებითი მასალები მოიძიეს, თემატური ნახატები შეასრულეს და შემდეგ ყველა მასალა და პოსტერები სადემონსტრაციო დაფაზე განათავსეს.
გარდა ამისა ნინი მაკარაძემ ელექტრონული პრეზენტაცია - დემოკრატიის პრინციპები, მოამზადა და თანატოლებს გაუზიარა. დენიზა თოლორაიამ კი საკუთარ თავზე აიღო ელექტორნული პოსტერის მომზადება და ინტერნეტში განთავსება.