
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
საგანგებოდ ამ დღისთვის, სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციებით მოირთო, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ნომრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, ყვარლის მერი - გივი ზაუტაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე მერიისა და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პირველკლასელებს სკოლაში შებრძანება მიულოცეს და მათ წარმატება უსურვეს.
სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: