
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ კონკურსებსა და თემატურ კონფერენციებში.
მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობამ წარმატებული მოსწავლეები წიგნებით დაასაჩუქრა.
მოსწავლეებისთვის საჩუქარი მეტად ძვირფასი და მამოტივირებელი აღმოჩნდა.
პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლები - თამილა ირემაშვილი და ქეთევან გუმბერიძე, მადლობას უხდიან პროგრამის ხელმძღვანელობას - ლალი წიკლაურსა და თამთა ნაცვალაძეს მოსწავლეთა შრომის წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლებისათვის.
იხილეთ ფოტოები: