ზინობიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
25-09-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით, მოსწავლეთა ჟრიამულითა და პედაგოგთა დიდი შემართებით დაიწყო.

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, სკოლა საგანგებოდ მოირთო, მოსწავლეთა განწყობა, გალამაზებულმა გარემომ, ფერადმა ბუშტებმა და მონატრებული კლასელების ნახვამ მეტად აამაღლა.

სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და წინსვლა უსურვა.

ზინობიანის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ყველას გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ 2023-24 სასწავლო წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203