ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
25-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. დიდი სიყვარულით მიიღეს 11 პირველკლასელი, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სულ 95 მოსწავლე სწავლობს. გასულ სასწავლო წელს კი, 5 კურსდამთავრებული ჰყავდათ, მათგან 3 სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს, ერთ-ერთმა 100%-ანი დაფინანსება მოიპოვა. როგორც სკოლაში ამბობენ, დანარჩენი 2 კურსდამთავრებულიდან, ერთმა სწავლა სომხეთის უნივერსიტეტში გააგრძელა, ხოლო მეორემ სასურველი ხელობა აირჩია. 

როგორც მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სკოლაში, სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა და გაზიფიცირება მოეწყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203