ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
25-09-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასკოლო ცხოვრებას დიადი მიზნებით და გაორმაგებული ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ.

სკოლაში, ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით, ხალისიანად დაიწყო. ერთმანეთს მონატრებულმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დრო ძალიან კარგად გაატარეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მათ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო წელს უსურვებს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს! წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო წელს გისურვებთ! განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი და ყოველთვის ემოციურად ემახსოვრებათ ეს დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203