გულგულის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მე-6 კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა ჯადოსნური დახვედრა მოუწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ. მათ შორის იყო მე-6 კლასის დამრიგებელი მარიამ ბოჭორიშვილი, რომელმაც საკლასო ოთახში შესაბამისი დეკორაცია განათავსა და იზრუნა, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
მან ეს მნიშვნელოვანი დღე ყველას მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ჩემო ბავშვებო, საზეიმო და ამაღლებული განწყობით გელოდებით რომ ერთად დავიწყოთ საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული წელი. მიყვარხართ“,- წერს კლასის დამრიგებელი მარიამ ბოჭორიშვილი.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
ბმული