ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდა
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წლისთვის დიდი მონდომებით მოემზადნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიმნაზიის რექტორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ხელმძღვანელობით, პედაგოგიური საბჭოს სხდომა ჩატარდა.
მისი მიმდინარეობისას სხვადასხვა მიმდინარე საკითხი და ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის გეგმა განიხილეს. პედაგოგიურმა საბჭომ დიდი წარმატებით ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პროფესიონალთა გუნდი კი მათ განვითარებაზე, სწორი ღირებულებებით აღზდასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: