„იმპრესიონიზმი ქართულ მწერლობასა და ხელოვნებაში“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი
25-09-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. 

სწავლასმოწყურებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა ჩაერთნენ. ამაზე კი პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. 

მათ შორის, სკოლის მასწავლებლებმა მარიამ ბასილაშვილმა და შორენა ჯანიბეგაშვილმა თემაზე- „იმპრესიონიზმი ქართულ მწერლობასა და ხელოვნებაში“ მეცხრე კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. გაკვეთილი წარმოადგენდა ქართულ ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ერთ-ერთ ეტაპს.

მეცხრეკლასელთა უშუალო ჩართულობით საგაკვეთილო პროცესი სახალისოდ და აქტიურად წარიმართა.

მოსწავლეები დაინტერესდნენ და შეუდგნენ მომზადებას კომპლექსური დავალების შემდგომი ეტაპებისთვის.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ღვედაშვილი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203