ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი შესანიშნავი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მას გიმნაზიის რექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) დაესწრო, სადაც საჩუქრები - პორტატული კომპიუტერები პირველი კლასის მოსწავლეებს გადაეცათ. ღონისძიება სხვადასხვა ნომრით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სწავლის ფერხულში ჩაებნენ.
როგორც გიმნაზიაში ამბობენ, მეუფემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ასევე, განსაკუთრებულად აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ფარცხნალის” დამფუძნებელს, ფრიდონ გუჯეჯიანს გაწეული თანადგომისთვის.
ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს იურისტი - ედიშერ ქარჩავა, დაბა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი - კობა ლურსმანაშვილი და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მარინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები:ღონისძიების ამსახველი ფოტოსურათების სრული ალბომის ხილვას შეძლებთ ბმულზე