დიდი დმანისის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ
25-09-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყეს. 
 
აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობა რემონტდება, ამიტომაც ისინი სწავლას ბოსლების საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში აგრძელებენ.

მასწავლებლები მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

თავის მხრივ კი, მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203