ტყიბულის N2 სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ალექსანდრე ფოფხაძე უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და მომავალზე აქტიურად ზრუნავს.სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ კურსდამთავრებულები წარმატებას აღწევენ. ამჯერად, სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე და პედაგოგები კურსდამთავრებულ ალექსანდრე ფოფხაძის მიღწევით ამაყობენ.
მან ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე 70%-ანი გრანტით ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ფოფხაძე ოქროსმედალოსანია. სკოლაში მას ულოცავენ და უამრავ წარმატებას უსურვებენ.