ივანდიდის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა, კლიმატის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განახორციელა
25-09-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა აქტივობაში ხშირად და დიდი მონდომებით მონაწილეობს.

გამონაკლისი არც კლიმატის კვირეული ყოფილა, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა. მასში სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „აქტიური მოქალაქეები“ ჩაერთო. მათ ლია ჩიხლაძე და ელიზა ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდნენ. 

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, კვირეულის ფარგლებში, საკითხის შესახებ ბუკლეტები და პოსტერები დაამზადეს;  კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, საპრეზენტაციო მასალა მოამზადეს, შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. გარდა ამისა, დასუფთავების აქციაც მოაწყვეს.

აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„კვირეულის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს ადვოკატირება გაუწია ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ბატონმა ბესიკ ჩანქსელიანმა მერიასთან და შესაბამისმა სამსახურმა გამოყო მეორადი პლასტმასებისთვის ურნა,  რისთვისაც მადლობა მათ“,- გვეუბნებიან სკოლაში.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203