ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ცისანა ქოქოსაძის ხელმძღვანელობით, დასუფთავების აქცია გამართეს
25-09-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის - ცისანა ქოქოსაძის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა განახორციელეს. მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ერთად დაასუფთავეს.
აღნიშნულ აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ვრცლად ისაუბრეს.
როგორც მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აქციის ორგანიზატორი იყო იმერეთის ჰაბის ხელმძღვანელი, ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარე, შოთა გაფრინდაშვილი და ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს თავმჯდომარე, ლიზი მეცხოვრიშვილი. პროექტის მხარდასაჭერად, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელმა CENN-მა მოქმედება დაიწყო შვეიცარული ფონდის, ორგანიზაცია - HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. შეიქმნა იმერეთის ჰაბი, რომელშიც გაერთიანებული არიან ჭიათურის, ზესტაფონის და ტყიბულის N6 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეები.