„წითელი ხალიჩა და ვარსკვლავთცვენა“- სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი სენაკის N1 საჯარო სკოლაში
25-09-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო.

სკოლის დირექტორმა ნინო გოგელიძემ და პირველი კლასის დამრიგებელმა ზეინაბ ბოკუჩავამ პატარა მოსწავლეებს არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს. სპეციალურად მათთვის წითელი ხალიჩაც გაიშალა, პირველკლასელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

პატარებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. აღსანიშავია, რომ სკოლაში მთელი დღე სადღესასწაულო განწყობა იყო. 

„წითელი ხალიჩა და ვარსკვლავთცვენა სკოლაში. ემოციებით დატვირთული დღე მოუწყვეს პირველკლასელებს სკოლის დირექციამ და კლასის დამრიგებელმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203