ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობითა და დიდი შემართებით დაიწყეს
25-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ფერადი ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეები და პედაგოგები, სასკოლო ცხოვრებას, ამაღლებული განწყობით, გაორმაგებული ენთუზიაზმით, დიადი გეგმებითა და იმედებით აღსავსენი დაუბრუნდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ, სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო. ყველაზე ფერადი, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე დღე ჩვენ სკოლაში და ამ ლამაზი დღის მთავრი სურვილია: ღირსეულად გავუმკლავდეთ გამოწვევებს და დიდი სიყვარულითა და ინტერესით ჩავერთოთ სკოლის ცხოვრების ფერხულში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203