ხაშურის N4 საჯარო სკოლის ექვს მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის, კომპიუტერი გადაეცა 
25-09-2023

ხაშურის N4 საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - სანდრო მურჯიკნელს, გიორგი მჭედლიძეს, ქეთი ჩიტაძეს, მარიამ მინასიანს, ანამარია ლომიძეს და გვანცა ბეროზაშვილს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მიღწეულ შედეგს ულოცავენ, პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა, ამ საამაყო ბავშვების კლასის ხელმძღვანელს - ინგა გელაშვილს, ყველა პედაგოგს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი მათ აღზრდაში და მადლობა, მათ მშობლებს. გისურვებთ დიდ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203