ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ
25-09-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, აქტიური, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული ახალგაზრდები არიან. 

სკოლის დირექტორი მზია ოხანაშვილი და სრულიად სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებენ. 
 
„გილოცავთ, ბავშვებო, მიხარია თქვენი წარმატება, გისურვებთ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის მიგეღწიოთ დასახული მიზნისთვის“,- წერს სკოლის დირექტორი მზია ოხანაშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203