ახრისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს 
25-09-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. 

მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომლებსაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა დამრიგებელმა ხათუნა კორინთელმა მიულოცა. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„ემოციებით დატვირთული პირველი დღე და ჩემი პირველკლასელები“,- წერს დამრიგებელი ხათუნა კორინთელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203