ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 2023-2024 სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს
25-09-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების დასახვედრად სკოლის დირექცია განსაკუთრებულად მოემზადა. მოსწავლეებმა სკოლის კარი ზარ-ზეიმით შეაღეს და ჟრიამულით გააცოცხლეს ფერადი გარემო. 

საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა ეროვნული დროშა. სკოლის დირექტორმა, მაია ჩაჩხიანმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა, პირველკლასელებს კი ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ალპანის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით, მოლოდინით, იმედით და მომავლის რწმენით...სავსე კადრებით! მომავალო, ალავერდი შენთან ვართ!...“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203