სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი კოხტის საჯარო სკოლაში
25-09-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და მათ სადღესასწაულოდ მორთული სკოლა დაახვედრეს. 

სასწავლო პროცესი საქართველოს ჰიმნის ფონზე, ეროვნული დროშის აღმართვით დაიწყო. 

სკოლის კარი საზეიმოდ შეაღეს პირველკლასელებმა, მათ დირექციამ და პედაგოგებმა ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცეს და სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს. პატარებს საზეიმოდ გადაეცათ ბუკები და სახელმძღვანელოები. 

სკოლის დირექტორმა - ნადიმ ხოზრევანიძემ ​მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა. 

კოხტის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ნაყოფიერ, მშვიდობიან, წარმატებებით დახუნძლულ მოღვაწეობას გისურვებთ ყველას!“,- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203