ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
25-09-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

15 სექტემბერს, მოსწავლეებმა სკოლის კარი ჟრიამულით შეაღეს და სასწავლო პროცესს ხალისით დაუბრუნდნენ, ამაზე კი სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და ბავშვებს სადღესასწაულოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს. 

განსაკუთრებით ემოციური იყო სწავლის პირველი დღე პირველკლასელებისთვის, მათ  კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. დირექციამ და პედაგოგებმა პატარებს ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრება უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203