ქვემო სობისის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
25-09-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე, რომლებმაც 2022-2023 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„გილოცავთ და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ ცხოვრებაში!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203