სორმონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით მოემზადნენ
22-09-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეების დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

„გილოცავთ, გრძელდება საინტერესო, შთაბეჭდილებითა და ემოციით სავსე თავგადასავალი. ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, აქ, სორმონის საჯარო სკოლაში, ამ ლამაზ და მყუდრო გარემოში, სიყვარულით მოუთმენლად გელოდნენ. მოდით, კვლავ ერთად შევუდგეთ წარმატებისკენ სავალ გზას! გილოცავთ ყველას! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, გამძლეობას, მონდომებას, სწავლის დაუოკებელ სურვილს და გამარჯვებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...