ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა
22-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს. 

სწავლასმოწყურებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ. 

სწავლა-სწავლების განახლებასთან დაკავშირებით, ნაბახტევის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მაია რიჟამაძემ სადამრიგებლო, მე-7 კლასის მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო გაკვეთილი შესთავაზა. 

მოსწავლეთა სწავლისკენ მოსამართად მასწავლებელმა მეტად საინტერესო მეთოდს მიმართა, რომლის შესახებაც თავად გვიყვება:

„ფლიფჩარტზე დავხატე „მოლოდინის ხე”, მოსწავლეებს დავურიგე ფერადი ფურცლები და ვთხოვე დაეწერათ მოლოდინები, რასაც მე-7კლასში ელიან, რაც სჭირდებათ და განახორციელებენ. მოსწავლეებმა ფურცლები მიაკრეს ტოტებზე, შემდეგ გავაცანი ერთმანეთის ნააზრევი. სასწავლო წლის ბოლოსთვის შევინახავ და შემდეგ გავაკეთებ შეფასებას, თუ როგორ განახორციელეს საკუთარი ჩანაფიქრი“,- ამბობს პედაგოგი.

​აღსანიშნავია, რომ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და მათთვის სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...