აბაშის N1 საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
აბაშის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო.
საზიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. თავის მხრივ, პატარა მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები უსახსოვრეს.
სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა იყო. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„გილოცავთ, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: