ძველი აბაშის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
22-09-2023

15 სექტემბერს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით შეაღეს. 

მათ მოტივაციაზე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

პირველი ზარი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. მათ პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ და წარმატებული და ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრება უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...