ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი პოზიტიური ემოციებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო.
სკოლაში, პირველკლასელებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ, მათ მრავალფეროვან გარემოში უმასპინძლეს და სკოლის პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მისულ პირველკლასელებს, საკლასო ოთახებში კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები დახვდათ.
პირველკლასელებს სკოლის დირექტორმა - დავით ნაკაშიძემ, დიდი სიყვარულით მიულოცა სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები და მათ წარმატება უსურვა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენო პატარებო! კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი და კიდევ ერთხელ გახარებული ბავშვები საქართველოს განათლების სამინისტროს საჩუქრებით. მადლობა, მასწავლებლების, ბავშვებისა და მშობლების სახელით“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: