აბაშის მუნიციპალიტეტის დომენტი ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლაში, მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ. ბავშვებმა ფერადი ბუშტებით გაფორმებულ საკლასო ოთახებში ბევრი იმხიარულეს, პედაგოგებმა კი მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
დღე, დადებითი ემოციებით დატვირთული იყო, სასკოლო საზოგადოება, სკოლას, დიდი შემართებით დაუბრუნდა.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ საერთო საქმეში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: