ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი ახალ, თანამედროვე სტანდარტებს შენობაში საზეიმოდ განაახლა
22-09-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა თამილა ქურხაშვილმა მიულოცა. მანვე, სიგელები მოსწავლეებს - წარჩინებული სწავლისთვის, მასწავლებელს მზია მახარობლიშვილს - აქტიური პედაგოგიური საქმიანობისთვის, ხოლო დამლაგებელს ნინო ყატაშვილს - კეთილსინდისიერი მუშაობისთვის გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
„15 სექტემბერს სწავლა განახლდა ქვემო მაჩხაანის ახალ, თანამედროვე სკოლის შენობაში. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა“,- ამბიბენ სკოლაში.