სასწავლო წლის ფერადი დასაწყისი ჯვარას საჯარო სკოლაში
22-09-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ხალისით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. სკოლაში უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. თავის მხრივ, პატარა მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები უსახსოვრეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„სასიამოვნო განწყობით დაწყებული ფერადი დღე. გილოცავთ, ჩვენო თვალხატულა გოგო- ბიჭებო, წარმატებული მომავალი თქვენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...