ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს სიყვარულით შეეგებნენ
22-09-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ, საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
„მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას“,- ამბობენ სკოლაში.