ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო გარემოში დაიწყო.
სადღესასწაულოდ მორთულ სკოლის ეზოში პირველკლასელებს ბუკები გადაეცათ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
დირექცია და პედაგოგები ბავშვებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, მათ წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
„თქვენ შემოაბიჯეთ მშობლიურ სკოლაში, ვინ პირველად, ვინ მერამდენედ. გთხოვთ, ისწავლოთ გულწრფელობა, მეგობრობა, დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა.
გისურვებთ, გაიზარდოთ, განვითარდეთ უწყვეტად და ისწავლოთ ფიქრი ღირებულებებსა და მის მნიშვნელობაზე, რათა თვითონ შექმნათ ღირებულებები!
სკოლაში არ ისწავლება მხოლოდ საგნები, მთავარია ვისწავლოთ სწორი ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, ურთიერთშემეცნება! ვისწავლოთ როგორ გვიყვარდეს ადამიანი!
გვახსოვდეს, სკოლაში მიღებული უნიკალური და შეუცვლელი ემოციები არასოდეს იშლებიან მეხსიერებიდან. განათლებაა სწორედ ის ძალაა....და შენ ხარ ის ძალა, რომლსაც შეგიძლია სრულიად შეცვალო სამყარო! ასევე სკოლა მადლობას უხდის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენი პირველკლასელების გახარებისთვის! გმადლობთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: