თბილისის N92 სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-09-2023
თბილისის N92 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს - ლუკა მგალობლიშვილს, მარიამ დანელიას, ანა დემუროვს, ნიკოლოზ ბლიაძეს, ნატა ლაცაბიძეს, ნინო ქემოკლიძეს, ნუცა დვალაშვილს, ელენე კაპანაძეს, მედეა მელაძეს, დემნა კაჭკაჭაშვილს და ლაშა ონიანს ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, აქტიური, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული მოსწავლეები არიან.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მათ საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებას ულოცავენ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...